თქვენი სანდო პარტნიორი

სს ენერგოსერვისი

ს.ს ”ენერგოსერვისი”-ს მიერ 1999-2020 წლებში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის საერთაშორისო პროექტები:

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“ - 2018

110 კვ 80 მვა ძალოვანი ტრანსფორმატორის (90 ტონა) გადმოტვირთვა რკინიგზის სპეც. ვაგონიდან ავტოლაფეტზე, მისი ტრანსპორტირება გლდანის 220 კვ. ქვესადგურში, ფუნდამენტზე დადგმა, მონტაჟი და ელ. ქსელში ჩართვა.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 2017

1. ჟინვალჰესის 220კვ ქვესადგურში ამომრთველების, დენის ტრანსფორმატორების, ძაბვის ტრანსფორმატორების მიწოდება მონტაჟის სამუშაოები;
2. ახალი 110 კვ "საგურამო 2" ქვესადგურის პროექტის მომზადება, სამშენებლო სამუშაოები, მოწყობილობების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ქვესადგურის ტესტირება და ქსელში ჩართვა.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ – 2017

1. კასპის ცემენტის ქარხანაში 110 კვ 40 მვა ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები;
2. კასპის ცემენტის ქარხნის 110 კვ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ("ენერგო პრო ჯორჯიის 110 კვ. ელექტროსადგური");
3. სარეკონსტრუქციო სამუშაოები კასპის ცემენტის ქარხნის 110/6 კვ ძაბვის 40 მვ ძალოვანი ტრანსფორმატორისთვის.

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია ენერგეტიკულ დარგში მოღვაწეობს 26 წელი, 1999 წლიდან ს.ს ”ენერგოსერვისი”-ს სახელწოდებით.

ს.ს ”ენერგოსერვისი”-ს აქციათა 100%-ს ფლობენ კერძო პირები.

Scroll to Top