2020 წლიდან სს „ენერგოსერვისის“ ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო ევროპული სტანდარტების ლაბორატორიამ, რომელიც დაკომპლექტებულია კომპანია Megger-ის მიერ წარმოებული ხელსაწყოებით.
სს „ენერგოსერვისის“ საკუთრებაშია შემდეგი ხელსაწყოები:
1. S1-1568 – 15 კვ-იანი იზოლაციის დიაგნოსტიკის მოწყობილობა (მეგაომმეტრი);
2. TRAX 220 – ტრანსფორმატორებისა და ქვესადგურების მრავალფუნქციური ტესტირების მოწყობილობა;
3. TDX 120 – 12 კვ-იანი მაღალი ძაბვის მოწყობილობა დიელექტრიკული დანაკარგების, ტევადობისა და აგზნების დენის გასაზომად (TRAX-ის დამატებითი ბლოკი);
4. MRCT – ძაბვისა და დენის ტრანსფორმატორების ტესტირების მოწყობილობა სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
5. MRU-200-GPS – დამიწების წინაღობის მზომი ხელსაწყო;
6. АИД-70 – ცვლადი / მუდმივი ამაღლებული ძაბვით გამოცდის მოწყობილობა.